7 ივნისი, 2019

თუთა – ანა კალანდაძე

”ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი…

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი…
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…”