23 ივნისი, 2019

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეა გოგა ჩანადირისგან

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეა გოგა ჩანადირისგანსასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეა ფოტოხელოვან გოგა ჩანადირისგან იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ერთად ვიმუშავოთ მსოფლიოს წინაშე საქართველოს უკეთესად წარმოჩენაზე:

“მოკლედ, თანადგომა მხოლოდ პარლამენტის წინ დგომით ან ვიშვიშით არ გამოიხატება.

კრემლმა რუსეთის ტუროპერატორებსა და ტურისტებს მოუწოდა, საქართველოში მოგზაურობა-დასვენების გეგმები გაეუქმებინა.

2006 წელსაც ასე დაგვარტყა რუსეთმა. როდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ არც პოლიტიკურად, არც რელიგიურად, არც ეკონომიკურად ოკუპანტს არ უნდა მივეჯაჭვოთ?

მივმართავ ქართულ ტუროპერატორებს, სასტუმროებისა და ბარ-რესტორნების მფლობელებს, რაც შეიძლება მეტ ევროპელ და ამერიკელ ტურისტს გაუღეთ კარი, რაც შეიძლება მოქნილი და მისაღები ფასი შესთავაზეთ მათ, რაც შეიძლება მიმზიდველი იყავით მათთვის და ნუ იქნებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულნი.
პირადად მე, რითაც შემიძლია, გვერდით დაგიდგებით.

ამ მიზნით ფოტოგადაღება დაგჭირდებათ, მიმსახურეთ, საინფორმაციო მხარდაჭერა დაგჭირდებათ, მიმსახურეთ. საქართველოს ფოტოები დაგჭირდებათ, მიმსახურეთ.

ოღონდ, მიზანი იყოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება.

მივმართავ ასევე ჩემს ყველა კოლეგას, მხარი დაუჭირონ ამ იდეას.”