24 ივნისი, 2019

რობერტ სტურუა: “დამსაჯეთ!”

რობერტ სტურუა: "დამსაჯეთ!"რეჟისორი რობერტ სტურუა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე “საქართველოს აღარ არის” დასჯას ითხოვს:

“გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!

ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:
1.პიესების არჩევა,
2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება
3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:
4.როლების განაწილების საიდუმლო
5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა
6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად მომიმატა და:” მერე,მერეო?”
ვასწავლე
7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა
8.რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე
9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:
10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!
P.S.
დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ – მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და…
თავისუფლად მოსეირნე ტურიტებში მიმალულ აგენტებს!”