3 ივნისი, 2019

ქეთი დოლიძე ნინელი ჭანკვეტაძეს ამხელს

ქეთი დოლიძე ნინელი ჭანკვეტაძეს ამხელსრეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ამხელს:

“ვუყურე (სხვათაშორის შემთხვევით) ობიექტივზე ქ-ნ ნაცვლიშვილის გადაცემას, სადაც სტუმრად ნინელი ჭანკვეტაძე იყო მიწვეული!

როგორ უნდა მოახერხო ჟურნალისტმა, რომ ასე თავი აარიდო ქ-ნი ჭანკვეტაძის ბიოგრაფიაში ფილმებს “კუკარაჩა”, “მარტოხელა მონადირე”, “სანამ წვიმა გადივლიდეს”, სპექტაკლებს: “თავისუფალი წყვილი”, “სამეფო ოჯახი”, “ტრამვაი სურვილი”, რომლისთვისაც 5 ვარსკვლავი მოგვანიჭეს ედინბურგში!

როგორ უნდა აუარო გვერდი ფაქტს, რომ თუ სადმე გასულა თუმანიშვილის თეატრი, ეს ქეთი დოლიძის ორგანიზებული იყო! ისევე როგორც, თუმანიშვილის თეატრის დაარსებაში სწორედ ქეთი დოლიძეს მიუძღვის დიდი წვლილი!

და რომ სწორედ ქ-ნი ნინელის დამსახურებაა ქეთი დოლიძის თეატრიდან გაშვება!

მართალია, ქ-ნო და ბ-ნო ჟურნალისტებო! ამანპურები და ჩარლი როუზები არა ხართ, მაგრამ პროფესიას პატივი უნდა სცეთ, ოდნავ მაინც!”