4 ივნისი, 2019

ნესტან-დარეჯანი და ტარიელი XXI საუკუნეში

ნესტან-დარეჯანი და ტარიელი XXI საუკუნეშინესტან-დარეჯანი და ტარიელი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” მთავარი პერსონაჟები არიან.

პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ისინი XXI საუკუნეშიც გააცოცხლა და საკმაოდ ორიგინალური ლექსი შემოგვთავაზა:

“ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

რეკავს, რეკავს, ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან – ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა,
სოფლის გაღმა გააბიჯა – უცხო მდინარესთან…
– ცოტა გვიან გადმორეკეთ,
ქალბატონო ნესტან!”