მუზეუმები, რომელთაც ინტერნეტით დაათვალიერებთ

მუზეუმები, რომელთაც ინტერნეტით დაათვალიერებთმსოფლიოს ცნობილი მუზეუმები ხელოვნების მოყვარულებს მათ კოლექციებში დაცული ნამუშევრებს ინტერნეტით დაათვალიერებინებენ.

ამერიკის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, საბერძნეთის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის და რუსეთის ცნობილმა მუზეუმებმა ონლაინ დამთვალიერებელთათვის ჯადოსნური სამყაროს კარი ფართოდ გააღეს.

“არტინფო” გთავაზობთ იმ მუზეუმების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც, მათთან დაცულ უძვირფასეს ნამუშევრებს ისე გაცნობით, რომ ამ ქვეყნებში ჩასვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ:

მეტროპოლიტენ მუზეუმი (ნიუ იორკი) – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, რომელიც ინტერნეტდამთვალიერებელს სთავაზობს 200 000 ექსპონატს, რომელთა შორისაა პაბლო პიკასოს, ვან გოგის და ჯექსონ პოლოკის ნამუშევრები.

სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი (ნიუ იორკი) – თანამედროვე ხელოვნების უძველესი მუზეუმია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მუზეუმი ინტერნეტში 625 მხატვრის 1700 ნამუშევარს დაგათვალიერებინებთ.

ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი) – ეს მუზეუმი გთავაზობთ ამერიკელი და ევროპელი ხელოვანების საუკეთესო ნიმუშებს.

უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (ნიუ იორკი) – აქ შეძლებთ დაათვალიეროთ XX-XXI საუკუნეების ამერიკული ხელოვნება: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოხელოვნება, ვიდეოარტი – 3500 ავტორის 23000 ნამუშევარი.

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (ჩიკაგო) – ცნობილია არა მარტო საუკეთესო სასწავლებლის სახელით, არამედ იმპრესიონისტებისა და ამერიკული ხელოვნების საუკეთესო კოლექციით.

ფრიკას კოლექცია (ნიუ იორკი) – აქ შეძლებთ დაათვალიეროთ ტიციანის, ელ გრეკოს, რემბრანდტის და ველასკესის ნამუშევრები.

ქალთა ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ვაშინგტონი) – ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმი, სადაც გამოფენილი ნამუშევრები მხოლოდ ქალბატონებს ეკუთვნით.

ბუნების ისტორიის მუზეუმი (ვაშინგტონი) – აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ არა მარტო მცენარეების და ცხოველების ნიმუშები, არამედ არქეოლოგიური და კულტურული არტეფაქტები.

თეთრი სახლი (ვაშინგტონი) – ინლაინ-ტური დამთვალიერებელს სთავაზობს გაეცნოს ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის ინტერიერს.

ამერიკის საჰაერო ძალების მუზეუმი (დეიტონი) – სამხედრო ავიაციის ყველაზე დიდი მუზეუმი მსოფლიოში.

ლუვრი (პარიზი) – დაუვიწყარი გასეირნება ულამაზეს საგამოფენო სივრცეებში.

ვერსალის სასახლე (ვერსალი) – ფრანგული აქიტექტურის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც დამთავლიერებელს აჯადოებს.

სენტ შაპელი (პარიზი) – გოთიკური არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრი.

ბრიტანული მუზეუმი (ლონდონი) – 8 მილიონამდე უნიკალური ექსპონატი, რომელთა უმრავლესობის ინტერნეტში დათვალიერება შესაძლებელია.

ტეიტის ბრიტანული გალერეა (ლონდონი) – სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც დაცულია ბრიტანული ხელოვნების ყველაზე მეტი ნამუშევარი.

სტოუნჰენჯი (უილშირის საგრაფო) – პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მოინახულებთ.

გალერეა უფიცი (ფლორენცია) – ევროპის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია, სადაც არაერთ შედევრს დაათვალიერებთ, მათ შორის ბოტიჩელის “ვენერას დაბადებას”.

სიქსტის კაპელა (ვატიკანი) – დაათვალიერეთ მიქელანჯელოს ულამაზესი ფრესკები და ისიამოვნეთ.

კაპიტოლიუმის მეზუმი (რომი) – მსოფლიოს უძველესი მუზეუმი ქანდაკებების უნიკალური კოლექციებით.

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (ვენა) – იტალიური რენესანსის სტილის შენობა არაერთი გენიალური მხატვრის შემოქმედებას გთავაზობთ.

ბელვედერის გალერეა (ვენა) – ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი სხვადასხვა ეპოტის ფერწერულ ტილოებს აერთიანებს. გალერეა ყველაზე მეტად იმით არის ცნობილი, რომ აქ დაცულია გუსტავ კლიმტის შედევრი “კოცნა”.

ვან გოგის მუზეუმი (ამსტერდამი) – ამ მუზეუმში სტუმრობისას საშუალება შეძლევათ ფერწერის გენიოსის შემოქმედებას გაეცნოთ.

მაურიცხეისის მუზეუმი (ჰააგა) – აქ დაცულია ჰოლანდიური ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრები.

სალვადორ დალის მუზეუმი (ფიგერასი) – არ გაუშვათ შანსი დაათვალიეროთ სიურეალისტი მხატვრის ყველაზე მასშტაბური კოლექცია.

ძველი ეროვნული გალერეა (ბერლინი) – გთავაზობთ გაეცნოთ პრუსიული კულტურის მემკვიდრეობას.

ატენეუმის მუზეუმი (ჰელსინკი) – ფინეთის ყველაზე დიდი მუზეუმი შთამბეჭდავი კოლექციებით.

აკროპოლისის მუზეუმი (ათენი) – არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც 3000-მდე არტეფაქტი ინახება.

ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეა (სიდნეი) – ეს არის ყველაზე დიდი მუზეუმი ავსტრალიაში, სადაც საოცარი ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ.

ახალი ზელანდიის ეროვნული მუზეუმი (უელინგტონი) – თუ გსურთ ახალი ზელანდიის შესახებ ვყელაფერი იცოდეთ, აუცილებლდა დაათვალიერეთ ამ მუზეუმის მიერ შემოთავაზებული ექსპონატები.

კობე იუკარის სამხატვრო მუზეუმი (კობე) – საუკეთესო შემოთავაზება იაპონელი მხატვრების შემოქმედების გასაცნობად.

კორეის ეროვნული მუზეუმი (სეული) – ისტორიული და სამხატვრო მუზეუმი კორეის რესპუბლიკაში, რომელიც უმთავრესი კულტურული ცენტრია.

პრამბანანის ტაძარი (კუნძული იავა) -ინდუისტური სამყაროს ნამდვილი მარგალიტი და შედევრი.

ერმიტაჟი (სანკტ-პეტერბურგი) – აუცილებლად დაათვალიერეთ ერმიტაჟში დაცული ექსპონატები.

ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი) – სასიამოვნო გასეირნება რუსი მხატვრების მიერ შექმნილ სამყაროში.

მიხეილ ბულგაკოვის მუზეუმი (მოსკოვი) – არ გაუშვათ შანსი ვირტუალურად მოხვდეთ მწერლის სამუშაო კაბინეტში და გაეცნოთ მის არქივს.