29 ივნისი, 2019

მთავარი საფრთხეები გია ნიკოლაძისთვის

მთავარი საფრთხეები გია ნიკოლაძისთვისმომღერლისა და პოეტის გია ნიკოლაძისთვის დღეისთვის რამდენიმე უმთავრესი საფრთხე არსებობს:

“ჯერ იმ საფრთხეებს ჩამოვთვლი
რაც აბრახუნებს კარზე
მერე კი ერთად ვიმსჯელოთ
სამშობლოს მომავალზე.
სულ ყველა ერთად გვაწვება
რუსი, არაბი, თურქი,
აზერებ-ქისტებ-სომხები
და ევროპული ჩულქი.
მესამე ომის კერა ვართ
ეშმას ცბიერი გათვლით
სულ ყველა სფერო დახლიჩა
მწერალთა სახლის ჩათვლით.
სულ სხვა სცენარი გვჭირდება
და არა ის, რაც ხდება
გადაყენ-გადმოყენებით
მტერი ვერ დასუსტდება.
ვთქვათ ვიღაც გადავაყენეთ
მერე რა ხდება, მერე,
ძმურად, პასუხი გამეცი
და ქვემოთ მიუწერე.
ისევ იგივე იქნება,
ისევ იგივე მოვა,
ისევ იგივე დაუთმობს,
ვინც ტახტი მოიპოვა.
მოჯადოვებულ წრეში ვართ
ვიღაც აშკარად ამღვრევს
ის ქართველებში შეჯვარდა
და მათ შიგნიდან ანგრევს,
სასწრაფოდ უნდა შევრიგდეთ,
უნდა დავზავდეთ ჩვენში,
ანტი-ეშმაკის ვაქცინა
უნდა შეუშვათ გენში.
მხოლოდ სიგიჟე გვიშველის
სიმამაცესთან ერთად
დედა ქალღმერთი პლანეტა
უნდა ვაკურთხოთ ღმერთად.
შევქმნათ სამების ფორმულა
მამა, დედა და შვილი,
რომ ჩაუტაროთ მეზობლებს
ქართული გაკვეთილი.
ქართული ენის სტატუსზე
უნეტარესმაც ბრძანა,
ქართულად განიკითხება
ზედა თუ ქვედა ყანა.
მხოლოდ სიგიჟე გვიშველის,
გეგმას გთავაზობ ადვილს,
ის მოგვცემს თავის უფლებას
და ნეიტრალურ ადგილს.
ის მოაგვარებს ადვილად
ამდენ პრობლემას ერთად
ადვილი აღსაქმელია
დედაპლანეტა ღმერთად.
ქვე ყანა ქართა ველია
დედამიწა კი ღმერთი,
იგი სულ ყველას დედაა
და ყველასათვის ერთი!”