ლუკა გოდიშვილი – ჯართის შემგროვებლობიდან ოქროს მედალოსნობამდე

ლუკა გოდიშვილი - ჯართის შემგროვებლობიდან ოქროს მედალოსნობამდელუკა გოდიშვილი წლების წინ ჯართს აგროვებდა, აღებული თანხით მუსიკის მასწავლებელთან დადიოდა და სახლში პიანინოს არქონის გამო, დახატულ კლავიატურაზე უკრავდა.

საბედნიეროდ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე გახდა, სკოლაც დაამთავრა, ოქროს მედალიც მიიღო და ლაურეატის წოდებაც მოიპოვა.

თეონა ჯორბენაძე, ფონდ “იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ალბათ, ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი, რომელიც ჯართს აბარებდა და მიღებული თანხით მუსიკის მასწავლებელთან დადიოდა.

მოკლედ, ჩვენი ლუკა “იავნანას” მეგობრების თანადგომით, ახალ სახლშიც გადავიდა, პიანინოც აქვს, სკოლაც დაამთავრა და ოქროს მედალი და ლაურეატის წოდებაც მოიპოვა.

გილოცავთ ყველას, ვინც მას და ჩვენს პროექტს გულშემატკივრობდით და განსაკუთრებული მადლობა ნიჭიერთა ათწლედს და მის პედაგოგებს. სპეციალობაშიც 10-იანი მიიღო.”

ლუკა გოდიშვილი - ჯართის შემგროვებლობიდან ოქროს მედალოსნობამდე