პროდიუსერი და კომპოზიტორი გიორგი გვარჯალაძე თავს დამტყდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს:
“ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ…
წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო…”
მისი გოგონა – ლენო ლუქ მოდელ მენეჯმენტის მოდელი იყო. მან ფეისბუქში უკანასკნელი ჩანაწერი დატოვა, რომელიც გარდაცვლილ მეგობრებს მიუძღვნა:
“ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს.
ყველაზე მეტად მიყვარხართ.
ყოველთვის მეყვარებით.
დამელოდეთ.
არსად წახვიდეთ.
მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.
მენატრებით.”