20 ივნისი, 2019

გიორგი გასვიანის პროტესტი

გიორგი გასვიანის პროტესტი სოხუმისა და ახმეტელის თეატრების მსახიობის გიორგი გასვიანის პროტესტი თეატრებისთვის შეუსაბამო კანონმა გამოიწვია:

“ბატონო ალექსანდრე ქანთარია, ბატონო ზაზა პაპუაშვილო, ეს რა შეუსაბამო კანონია თეატრისთვის! საჯარო სამსახურებისთვის კანონი მოარგეს შემოქმედებით სფეროებს.

თეატრებში მსახიობებს ისედაც მიზერული ხელფასები გვაქვს! თუ კი შენ, წახვედი სხვა ქვეყანაში, რამდენიმე დღით, სხვა სპექტაკლით, ან ფესტივალზე, ან დასასვენებლად, ან კონფერენციაზე, ხელფასიდან თვის ბოლოს გეჭრება უცხოეთში ყოფნის დღეების შესაბამისი თანხა! მსახიობს თუ აქვს ხელფასი 400 ლარი ერთ თეატრში და აგრეთვე, მეორე თეატრშიც თამაშობს, ან დამოუკიდებელ პროექტშია, ან კინოფესტივალზე მოხვდა, ამის გამო მას სახელმწიფო თვის ბოლოს ჩამოაჭრის თანხას თეატრის შტატის ხელფასიდან. შეიძლება აიღოს 120 ლარით ნაკლები, ან 200-ით!

მე ვიყავი მეორე თეატრიდან ფესტივალზე გასტროლოთ და გავიმარჯვეთ, “საუკეთესო სპექტაკლი” ჩამოვიტანეთ ახმეტელის თეატრით და თვის ბოლოს სოხუმის თეატრში 118 ლარი მომაკლდა.
რანაირი კანონია?!

თეატრი არ არის ოფისი, რომ დღიურად ჩამოაჭრათ ხელფასიდან. ეს არის შემოქმედებითი სამსახური. ამიტომ კანონიც შესაბამისად უნდა მოარგონ! მაშინ თეატრში წინასაპრემიეროდ გათენებული ღამეებისთვისაც გადაუხადონ მსახიობებს თანხა. პრემია მაინც გამოუწერონ, რაც არ არსებობს! მით უმეტეს, სოხუმის და ახმეტელის და ბევრი სხვა მცირებიუჯეტიან თეატრებისთვის და მათი მსახიობებსითვის ეს რთულად გადასატანია.

ბათუმში რომ წავიდეს მსახიობი იმავე დროით რაც უცხოეთში, არასაშვებულებო პერიოდში, თუმცა როცა სპექტაკლი და რეპეტიცია არ აქვს და გაირუჯოს, თანხას არ აჭრიან, ხოლო უცხოეთში ფესტივალზე წასვლისას ვჯარიმდებით? ლოგიკა?”