11 ივნისი, 2019

გაიზიარეთ ნიკოლოზ რაჭველის სიხარული

გაიზიარეთ ნიკოლოზ რაჭველის სიხარულინიკოლოზ რაჭველის სიხარული ნამდვილად ყველამ უნდა გავიზიაროთ. როგორც თავად ამბობს, ცოტნე ზედგინიძის სახით გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი – ქართველი მოცარტი აღმოაჩინა:

“ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული…

ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას…

14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს… აი, რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება!

მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები, როგორც განგების რჩეულს!”

“არტინფო” გთავაზობთ ცოტნეს ნაწარმოებს, რომელიც ცნობილ ესპანელ მხატვარს ფრანსისკო გოიას მიუძღვნა: