11 ივნისი, 2019

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრებიეთერ თედიაშვილის ნამუშევრები მინისგან მზადდება და თითოეული მათგანი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია.

პროფესიით ფილოლოგი თვითნასწავლი მხატვარია. ის არის შუშის ”ვეფხისტყაოსნის” ავტორი, რომელიც თბილისის წიგნის მუზეუმში ინახება.

გოგა ჩანადირი:

“მინაზე შესრულებული მხატვრობა – ეს შთამბეჭდავია.
ეთერ თედიაშვილი სწორედ ამ ხელოვნებას წარმოგვიდგენს.
ის, თითქოს, ღუმელს ელაპარაკება და მინას ეფერება.
მინაზე ხატვა გერმანიაში შეისწავლა და საწარმო “გლას კუნცელში” (Glas Künzel) მხატვარ-დიზაინერად მიიწვიეს.

ეთერ თედიაშვილის ნამუშევრები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ნამუშევრები გამოიფინა, კატალოგებში შევიდა და არაერთმა ოჯახმა შეიძინა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მხატვრის მიერ შექმნილი მინის კარები.

ეთერ თედიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მინაზე მხატვრობას აქ აგრძელებს. მისი სალონი ლარსის შესახვევ 3-ში მდებარეობს. ის არამხოლოდ ნახატებს, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც გვთავაზობს – ლარნაკებს, სახილეებს, მაგიდებს და ასე შემდეგ.

ეთერ თედიაშვილი პირველია, ვინც მინის პირველი წასაკითხი წიგნი შექმნა და თბილისის წიგნის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.”

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები

mi2.jpg

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები

ეთერ თედიაშვილის მინისგან შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები