“ეს ადამიანი უნდა დარჩეს თბილისში უბინაოდ?”

ზურა გოშაძე: "რა ცოდვა მაწევს ასეთი"– ეს ადამიანი უნდა დარჩეს თბილისში უბინაოდ? – კითხულობს კომპოზიტორი ეკა თევზაძე და პოეტ ზურბ გოშაძის დასახმარებლად ჩატარებული საღამოდან მცირე ნაწყვეტს ავრცელებს:

“ეს ადამიანი უნდა დარჩეს თბილისში უბინაოდ? მიმიფურთხებია ისეთი თბილისელებისთვის, ვისაც გულზე არ მოხვდება ეს ლექსი და მხარში არ დაუდგება ასეთ შემოქმედს! უამრავი თბილისზე დაწერილი სიმღერების ლექსების ავტორს!”

“არტინფო” გთავაზობთ ლექსს, რომელიც ზურა გოშაძემ ღონისძიების დასასრულს წაიკითხა:

“ჩემი ქალაქის ტკივილი მტკივა,
მისი ნაღველი მახრჩობს..
როგორც ჩემს ქალაქს მეც ისე მცივა
და მისი თოვლი მათოვს.
ჩემი ქალაქის ყინვაც კი მათბობს,
გულში ჩამიკრავს მტკვარი.
დილის საარის კვნესა დამათრობს
მომეფერება ქარი.
მე ჩემს ქალაქში დავიარები
და მის უბნებში ვმღერი.
მიყვარს იმისი ნაიარევიც,
მისი ქუჩების მტვერიც.
თბილისში როგორ გავითოშები
როგორც არ უნდა ქუხდეს.
ვერ მივატოვებ ჭადრის ტოტებში
ჩემს აშენებულ ბუდეს,
არ მინდა სითბო მე უცხო მხარის,
არც ოქრო ვერცხლი მინდა.
მათბობდეს სხივი მთაწმინდის მთვარის,
ჩემი ქალაქის ციდან.
ბოლო ჭიქას ვსვავ იქნებ ვინ იცის,
ერთი სიმღერის ფასად..
მე ბეღურა ვარ ჩემი თბილისის,
არ გავფრინდები არსად..!!!”