ანრი ჯოხაძე გამარჯვებულია

ანრი ჯოხაძე გამარჯვებულიამომღერალი ანრი ჯოხაძე მუსიკალური დაჯილდოების “ოქროს ტალღის” გამარჯვებულია.

მან სიმღერით “ცივი ნოემბერი”, რომელიც პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსზე დაწერა, მთავარი ჯილდო მოიგო.

ანრი ჯოხაძე:

“ცივი ნოემბერი” წლის საუკეთესო სიმღერა.
“ოქროს ტალღის” მთავარი ჯილდო.

დიდი მადლობა რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ასეთი დაფასებისთვის, მეგობრობისთვის და ნდობისთვის.

მადლობა მილიონობით მსმენელს, რომლებმაც ეს სიმღერა შეიყვარა და ციფრებით განაგრძობს სოც ქსელში ამის დაფიქსირებას.

მიყვარხართ!”