22 ივნისი, 2019

ანიტა რაჭველიშვილის უმაგრესი ინიციატივა

ანიტა რაჭველიშვილის უმაგრესი მოწოდებაოპერის მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის მოწოდება ყველაზე დროული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა.

მეცო სოპრანო ყველას სთხოვს უარი თქვას უცხოეთში დასვენებაზე და საქართველოს კურორტებზე გაატაროს ზაფხული, რაც ქართული ტურიზმისთვის უმნიშვნელოვნესია:

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად, სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!

შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები!

ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს, ის ისედაც ჩამოვა!

დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”