ტაო კლარჯეთის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ

ტაო კლარჯეთის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენტაო კლარჯეთში მდებარე X საუკუნის ცნობილ ქართულ ტაძარში – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება.

ინფორმაცია ამის შესახებ ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა:

“საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. ამოთხრილი ორმოები რკინის ცხაურითაა გადახურული, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანებების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია! 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.”

ტაო კლარჯეთის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ

ტაო კლარჯეთის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ