31 მაისი, 2019

სამცხე-ჯავახეთში სომეხმა ვანდალებმა ქართული ეკლესია დაანგრიეს

სამცხე-ჯავახეთში სომეხმა ვანდალებმა ქართული ეკლესია დაანგრიესსამცხე ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში სომეხმა ვანდალებმა ქართული ეკლესია დაანგრიეს.

ინფორმაცია ამის შესახებ kavkazplus.com-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, ეკლესიის დანგრევის ფაქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა.

წმინდა სტეფანეს სახელობის XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული.