12 მაისი, 2019

ოთო ნემსაძის გამოსვლა “ევროვიზიის” გახსნაზე

ოთო ნემსაძის გამოსვლა "ევროვიზიის" გახსნაზე“ევროვიზიის” საზეიმო გახსნის ცერემონიალზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე, ანსამბლ “შავნაბადას” ბიჭები და ჩვენი ქვეყნის დელეგაციის წევრები წითელ ხალიჩაზე კონკურსის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდნენ.

ევროფესტივალის საზეიმო გახსნა დიდი პომპეზურობით ჩატარდა. “ევროვიზია 2019” 14 მაისს უკვე პირველი ნახევარფინალს უმასპინძლებს.

ოთო საკმაოდ მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა და “ევროვიზიის” წამყვანის შეკითხებსაც ხალისიანად პასუხობდა.