15 მაისი, 2019

ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა

ოთო ნემსაძის გამოსვლა "ევროვიზიის" გახსნაზემომღერალი ოთო ნემსაძე “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ნიკა გვარამიას გაკეთებული განცხადება გახდა.

ნიკა გვარამია:

“ოთომ ხო იმღერა რა. გულისამრევი იყო სიმღერაც, სცენოგრაფიაც და ეგ ოთოც. ყველა თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას. დააძალა ვინმემ თუ რა? ამ ქაჯობას რო მომღერალი იკადრებს, იმას სცენაზე რაღა უნდა? რესტორანშია მისი ადგილი.”

ოთო ნემსაძე:

“არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ.
დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია!
ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და, აი, ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას!

პროექტების ხარისხებს მიხედე “ჯიგარო”.
ისე, 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე.
ჩამორეკე ეხლა გადაცემებთან…

პ.ს. ნუ მბლოკავ, მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე.”