მზეწვერის წმინდა გიორგის უნიკალური ფრესკები ნადგურდება

მზეწვერის წმინდა გიორგის უნიკალური ფრესკები ნადგურდებაIX საუკუნეში აგებული მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში უიშვიათესი ფრესკები ნადგურდება.

ინფორმაციას და ფოტოებს თენგო კეკენაძე ავრცელებს:

“განადგურებისთვის განწირული კიდევ ერთი, თამარის თანადროული, მე-12 საუკუნის ფრესკული მოხატულობა…

აქვე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ფრესკები თითქმის არ გხვდება და ეს უიშვიათესი ნიმუშია, რომელიც კვლავ ჩვენი ბედოვლათობით ისპობა.

მზეწვერის წმინდა გიორგი, მე-9 საუკუნე. მთიულეთი.”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ხომ არ იცით ეს ფრესკული წარწერები არის გამოქვეყნებული? საინტერესო და ვრცელი ხუცური წარწერებია, შეიძლება საკტიტოროც.

უსახურავობით უმძიმეს დღეშია ტაძარი და წყალი ჩადის.

მზეწვერის წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ბუჩაანთან ტყეში, დუშეთის მუნიციპალიტეტი.”