14 მაისი, 2019

იგავ-არაკი – კუ და მორიელი – სულხან საბა ორბელიანი

გინახავთ სულხან საბა ორბელიანის შედგენილი რუკა?“ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.

მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა:

– ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!

შეაჯდა მორიელი ზურგს. კუმ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო.

კუმ ჰკითხა:  – ძმაო, რასა იქმო?

მორიელმან უთხრა:  – რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო.

კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: – ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი თუ გეასლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.”