“განვიცდი დიდ მატერიალურ გაჭირვებას, გთხოვთ გამიწიოთ დახმარება”

ვანო სარაჯიშვილი: "განვიცდი დიდ მატერიალურ გაჭირვებას, გთხოვთ გამიწიოთ დახმარება" ალბათ ბერისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ეს ნამდვილად ცნობილი ოპერის მომღერლის, საქართველოს სიამაყის ვანო სარაჯიშვილის სიტყვებია.

წერილი “საქართველოს ბულბულად” წოდებულმა მომღერალმა საქართველოს რევკომის თავჯდომარეს 1921 წლის 16 სექტემბერს მისწერა.

წერილი კონსერვატორიის მუზეუმშია დაცული და მასში წერია:

“საქართველოს რევკომის თავჯდომარეს
არტისტ ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილისგან
თხოვნა

ვინაიდან განვიცდი დიდ მატერიალურ გაჭირვებას, გთხოვთ გამიწიოთ დახმარება, რითაც გამომიყვანთ ასეთი გაჭირვებული მდგომარეობიდან.

ივანე სარაჯიშვილი
16 სექტემბერი 1921”