ასეთი იყო მემუხრუჭე-კონდუქტორად მომუშავე ფიროსმანი

გინახავთ მემუხრუჭე-კონდუქტორად მომუშავე ფიროსმანი?ფიროსმანი, მისი ცხოვრება და შემოქმედება დღემდე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ბოლომდე შეუსწავლელი საკითხია.

მემუხრუჭე-კონდუქტორ ნიკალა ფიროსმანაშვილის ფოტო ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინტერნეტში და მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს არქივიში დაცულ ფოტოზე, ირწმუნებიან, რომ ფიროსმანია გამოსახული.

გენიალური მხატვრის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ნიკალა რკინიგზაზე 1888 წლიდან იმყოფებოდა. ჯერ- დარაჯად, 1888 წელს კი უფროსთან უთანხმოების გამო მოხსნეს. უთანხმოების მიზეზი მისი მხატვრობა გახდა, ნიკალა ხატავდა და უფროსმა თურმე უფრო ზევით დაასმინა, მერე ისევ მუშად და გზის დარაჯად.

1890 წლიდან ფიროსმანი სადგურ მიხაილოვოს მემუხრუჭე კონდუქტორი გახდა. იმავე წლის ოქტომბრიდან კი განჯაში, ელისავეტპოლში გადაიყვანეს. მხატვარს განჯის ნესტიანი ჰავა არ მოუხდა, დაავადდა და ციებ-ცხელება დაემართა.

ჯანმრთელობა შერყეულმა ფიროსმანმა 1891 წელს თხოვნით მიმართა სადგურის უფროსს, რომ შუამდგომლობა გაეწია, რათა თბილისში გადაეყვანათ. რკინიგზაზე ის 1894 წლის იანვრამდე მუშაობდა.