5 მაისი, 2019

აჩიკო ნიჟარაძის მოწოდება – შეწყვიტეთ დაპირისპირების ხელშეწყობა!

აჩიკო ნიჟარაძის მოწოდება - შეწყვიტეთ დაპირისპირების ხელშეწყობა!მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, შეწყვიტონ დაპირისპირების ხელშეწყობა:

“მოგმართავთ იმ მედია საშუალებებს, რომლებიც ავრცელებთ ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაციით და ამხედრებთ ხალხს ხელოვანი ადამიანების წინააღმდეგ, შეწყვიტეთ დაპირისპირების ხელშეწყობა!!!

17 მაისს მე, ნათია პერანიძე და მარიკა ოსიტაშვილი მონაწილეობას ვიღებთ კონცერტში, რომელიც გაიმართება ქალაქ გორის თეატრში. მოლაპარაკება კონცერტთან დაკავშირებით შედგა აპრილის დასაწყისში, რაზეც მათ მიიღეს ჩვენი თანხმობა და ველოდებოდით საბოლოო დასტურს მათი მხრიდან.

დაახლოებით 20 აპრილს დამიკავშირდნენ საპატრიარქოს კონცერტთან დაკავშირებით და გამიკეთეს შემოთავაზება. მე მათ დაწვრილებით ავუხსენი სიტუაცია, რომ ველოდებოდი დასტურს გორიდან და ამ მიზეზის გამო დაზუსტებულ პასუხს ვერ მივცემდი მონაწილეობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ არ დადასტურდებოდა გორის კონცერტი, მხოლოდ მაშინ შევძლებდი საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას. ბუნებრივია ერთდროულად ორ ქალაქში ვერ ვიმღერებდი. ამის შემდეგ, ჩემი დასტურის გარეშე თბილისის კონცერტის ორგანიზატორებმა შეცდომით შეიყვანეს აფიშაში ჩემი სახელი, როგორც თვითონ აცხადებენ მედიასთან, მოხდა მომღერლების აფიშაში შეცდომით შეიყვანა, რომლებთანაც ჯერ არ ჰქონდათ მოლაპარაკება დასრულებული, ანუ ჩვენი ნებართვის გარეშე, რაზეც მათ ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას და ჩვენც.

რა თქმა უნდა, ეს აიტაცეს სხვადასხვა მედია საშუალებებმა და უმწვავესი სათაურებით, რომ თურმე ჩვენ საპატრიარქოს კონცერტზე უარს ვაცხადებთ და არ გამოვდივართ, არ “არა” ვერ გამოვდივარ იმ მიზეზის გამო, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

არავითარი კავშირი ჩემს ვერ გამოსვლას საპატრიარქოს კონცერტზე არ აქვს კავშირი არანაირ პროტესტთან. მე ძალიან ბევრ ღონისძიებაში მაქვს მიღებული მონაწილეობა რომლის ორგანიზატორიც იყო საპატრიარქო და ჩემგან არასოდეს არ მიუღიათ უარი, თუ რომელიმე მედია საშუალებას ან გაღიზიანებული ადამიანების ჯგუფიდან ვინმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, დაგიდასტურებენ. არანაირი პროტესტი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არ გამაჩნია.
რაც შეეხება ძალადობას, ვემიჯნები ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ და არა მარტო ადამიანის, ასევე ცხოველების მიმართაც.

რაც შეეხება პრაიდს, “პარადს” რომლის ჩატარებაც იგეგმება თბილისში, ამ პარადის მომხრე არ ვარ და არ ვიქნები არასოდეს.

ახლა პასუხი მინდა გავცე საზოგადოების “გაღიზიანებულ” ნაწილს და ასევე “მორწმუნე მართლმადიდებლების” იმ ნაწილს, ვინც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე გამოიტანეთ დასკვნები!

ჩემთვის ოჯახი, ჩემი ქვეყანა და სარწმუნოება არასოდეს არ ყოფილა მეორე ხარისხოვანი და არც იქნება. რაც შეეხება სხვის განსჯას, თან მიზეზის არ ცოდნის გარეშე, აი, ამაზე დაფიქრება ნამდვილად გჭირდებათ. რამდენად ახლოსაა კაცობასთან და რწმენასთან ასეთი საქციელი – ეს საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილისთვის მომინდია.”