11 აპრილი, 2019

ზვიად ბოლქვაძე ამერიკაში დააჯილდოვეს

კომპოზიტორი და აფხაზეთის კაპელას ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ამერიკაში დააჯილდოვეს.

ხელოვანმა ჯილდო ფესტივალის “ქართველები ამერიკაში” ფარგლებში მიიღო, რომელიც ნიუ იორკში წლების განმავლობაში ტარდება.

ფესტივალი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ხელოვანებს აჯილდოვებს.