უსიამოვნო სიახლე მცხეთიდან

უსიამოვნო სიახლე მცხეთიდანსაქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა მცხეთაში ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებს სტუმრობს.

მცხეთაში ჩასულ ბესიკ ხურცილავას სვეტიცხოველთან მისასვლელ მთავრ ქუჩაზე არასახარბიელო მდგომარეობა დახვდა:

“მცხეთაში ვიყავი. უსიამოვნო სიახლე დამხვდა: სვეტიცხოველთან მისასვლელ მთავარ ქუჩაზე “დეესპეს” ფანერებით შეკრული სავაჭრო ფარდულები ჩაუწიკწიკებიათ. სადღაა კოპწიად განახლებული საკარმიდამო ღობეები?! ეს ფიცრული კუბოები მთლიანად ფარავენ მათ. უგემოვნებისა და უშნო პროვინციალიზმის ზეიმია ამ ქუჩაზე ამჟამად.

დავინტერესდი ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელთან, თუ ვინ დართო მათ ნება ამ ჯიხურების იქ დადგმაზე. პასუხად მომიგო, ჩვენი ნებით დავდგითო…

პატრონი ჰყავს ამ ქვეყანას? ასე გვინდა ტურისტებთან თავის მოწონება? ჩაბრძანდით და თავად იხილეთ ეს უშნო სანახაობა. ორი თვის წინ მსგავსი არაფერი ჩანდა იქ.

ახლა ჯერ ამ ხუხულებს დგამენ და მერმე ხომ ვიცით, რა გაგრძელებაც ექნება ამას? აჰყრიან ქვაფენილს, ჩაასხამენ ბეტონის ფუნდამენტს და ფიცრულ ჯიხურებს ბლოკით ნაშენი კაპიტალური ნაგებობით შეცვლიან. მერმე მიდი და დაუნგრიე, თუ კაცი ხარ…”

უსიამოვნო სიახლე მცხეთიდან

უსიამოვნო სიახლე მცხეთიდან