27 აპრილი, 2019

უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავით გარეჯთან დაკავშირებით

უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავით გარეჯთან დაკავშირებითბოლო დღეების განმავლობაში დავით გარეჯთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გარეჯას უდაბნოს მონასტრის ბილიკის გადაკეტვამ ქართველები აღაშფოთა.

პეტრე კოლხი ინიციატივით გამოდის და სთავაზობს ყველას, დაადგეს აღდგომის ღამეს დავითგარეჯის მონასტრის გზას:

“დავითგარეჯში საუკუნეების წინ აღდგომის ღამეს ექვსიათასი ბერი ეწამა…
მონასტერს მაინც არ შეუწყვეტია არსებობა…

ის, როგორც საქართველოს გოლგოთა, მტკიცედ გადაჰყურებს საქრისტიანოს…
,,ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა… ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმსხვრევა… ვისაც ეს ქვა დაეცემა, გასრესს!”

ვისაც შეგიძლიათ, დაადექით აღდგომის ღამეს დავითგარეჯის მონასტრის გზას…
დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები…
დავუდგეთ მხარში ,,მესაზღვრე ბერებს!”