წაგიკითხავთ ვაჟა ფშაველას ანდერძი?

ვაჟა ფშაველა: "არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!"ვაჟა ფშაველას ანდერძი მომავალი თაობებისთვისაა. მისი ოცნებაა საფლავში ყველამ ერთად ჩასძახოს: “შვილთ აგისრულეთ ნანატრი, აწ განისვენეთ ტკბილადა, ჩვენაცა დავიწერენით ქართველ მამულიშვილადა.”
”ნუ გასჯავრდებით, შვილებო,

და ნუ დაგვიწყებთ გმობასა,
რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ
გასაკეთებლად მოდგმასა.
ჩვენი დრო იყო გრძნობისა,
ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით.
რომ სნეულს წამალიც უნდა,
იმას ვეღარა ვფიქრობდით.
დრო იყო შეუსაბამო,
გარემოება ვერანი,
ამაოდ დაგვრჩა მამებსა
ფიქრი და გულის ძგერანი.
ეგებ თქვენ დაიჯილავოთ
ბარათაშვილის მერანი!
მინდოდა მკვდარსა გამეგო
ქართველთა ბედისწერანი,
რად უნდა დარჩეს ტიალად
ცრემლით მორწყული მღერანი?!
მინდოდა, ჩამოგვძახებდით
საფლავში ერთად ყველანი:
“შვილთ აგისრულეთ ნანატრი,
აწ განისვენეთ ტკბილადა,
ჩვენაცა დავიწერენით
ქართველ მამულიშვილადა”.