ტერენტი გრანელი ბათუმში დაპირისპირების მიზეზი გახდა

ტერენტი გრანელის ბიუსტი ბათუმშიპოეტი ტერენტი გრანელი და ბათუმში მისი ბიუტის დადგმის საკითხი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელს პროზაიკოსი უწოდა. ოპოზიციამ კი უმრევლესობისგან მოითხოვა დაზუსტება – მათ ტერენტი გრანელი პროზაიკოსი ჰგონიათ თუ პოეტი.

სწორედ ამის გამო, დაწყებული კამათი ერთმანეთის ცემაში გადაიზარდა.