22 აპრილი, 2019

რუსთაველის თეატრს დეზინფორმაციას უვრცელებენ

რუსთაველის თეატრს დეზინფორმაციას უვრცელებენრუსთაველის თეატრს დეზინფორმაციას უვრცელებენ. მას შემდეგ, რაც დავით ნემსაძემ თავისუფალი თეატრის მსახიობი მაია დობორჯგინიძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობაში “ამხილა”, ახლა რუსთაველის თეატრის ფართის გაქირავებაზე გადაიღო საგანგებო ვიდეო.

რა თქმა უნდა, დავით ნემსაძე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან არც მაია დობორჯგინიძე მუშაობს თავდაცვის სამინისტრში და არც რუსთაველის თეატრი აქირავებს ფართს. ფართი თეატრის გვერდით მდებარე შენობაში ქირავდება.

ლევან ხურცია, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

“საწყენი და საშინელება ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჯაროდ არაობიექტურად, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ცილი დასწამოს მეორე ადამიანს და ამაზე არანაირი სანქცია არ არსებობს!

სიტყვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ არა ასეთი ფორმით, თუ ადამიანის მდგომარეობას (კომპანიის, სახელმწიფო დაწესებულების, კულტურული ცენტრის და ა.შ) მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი (რაც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ ზიანზე მეტად დამანგრეველია) ადგება არაობიექტური ინფორმაციის გავრცელების გამო, გარკვეულ ადმინისტრაციულ სანქციებს უნდა ითვალისწინებდეს.

პ.ს. იმ იდეალებისგან ძალიან შორს ვართ, რასაც ერთმანეთის პატივისცემა და გვერდით დგომა ჰქვია ერთი ქვეყნის შვილებს შორის. მერე გვიკვირს, სხვა რატომ არ გვაფასებს, ჩვენ კი ერთმანეთის დაფასება და გაფრთხილება ვერ ვისწავლეთ, ქართველებო.”