რატომ არ შეუშვეს ისრაელში ანსამბლი “გორდა”?

რატომ არ შეუშვეს ისრაელში ანსამბლი "გორდა"?ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. 17-კაციანი ჯგუფი აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ შორის 5 ბავშვია.

ანსამბლი „გორდა“ ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია შევიდა, საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლის 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალში მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო. შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, მათ უარი ეთქვათ საზღვრის კვეთაზე.

საქართველოს კონსული ჯგუფის ხელმძღვანელს ესაუბრა. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვები იყვნენ, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები უახლოეს რეისზე ეყიდათ, მაგრამ მშობლებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს.