3 აპრილი, 2019

პეტრე ბაგრატიონი – ყველა დროის მეგაჰიტის ავტორი

პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკიალბათ ბევრმა არ იცის, რომ პეტრე ბაგრატიონი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი მეგაჰიტების სიმღერების ტექსტების ავტორია.

ლაშა ღლონტი:

“ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არცერთი ცნობილი ქართული სიმღერა. ლაღიძის, კახიძის, კვერნაძის, ცაბაძის, ყანჩელის, გურგულიას, ცინცაძის, კერესელიძის და კიდევ ბევრი კომპოზიტორის სასიმღერო შედევრები არ იარსებებდნენ. პეტრე ბაგრატიონის ტექსტზე აჟღერებულ მხოლოდ რამოდენიმე სიმღერას ჩამოვთვლი:

ლაღიძის ,,თბილისო,” ,,დარკვეთელო ქალო”, ,,ყური უგდე საქართველოს”; ცაბაძის ,,ჩემო თბილის ქალაქო”, ,,ვერის უბნის მელოდიები”; კახიძის ,,შენ დაგეძებ”, ,,მიზეზი”, ,,მოვა მაისი”; ყანჩელის ,,ის აქ არის”, ,,ჰერიო ბიჭებო”, ,,მიმინო”; კვერნაძის ,, გაზაფხულდა აყვავილდა ნუში”; გურგულიას ,,მე ეს ღამე თბილისო”; ცინცაძის ,,ბაში-აჩუკის სიმღერა” და თითქმის ყველა ქართული ყველა დროის მეგაჰიტი!

P.S: ინფორმაცია მათთვის, ვინც არ იცის.
პეტრე ბაგრატიონი ქართველ მეფეთა პირდაპირი შთამომავალია (საოცრად თავმდაბალი)
მხოლოდ გვარის გამო მშობლებიც და თავადაც რეპრესირებული.

ამჟამად იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში ქართველ ღირსეულ მეფეთა გვერდით! ესაა ჩვენი ისტორია, ნახეთ ფილმი და იამაყეთ!”