პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვისსაფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ხანძარი ძლიერია და მას რამდენიმე სახანძრო მანქანა აქრობს.

”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ადგილზე მისული მეხანძრეები აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენა ”პოტენციურად არის დაკავშირებული” სარესტავრაციო სამუშაოებთან.

საფრანგეთის ტელევიზიები მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით ამცნობენ საზოგადოებს არსებულ ვითარებას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ასევე ცნობილია როგორც ნოტრ-დამი. XII-XIV  საუკუნეებში აგებული გოთიკური საკათედრო ტაძარი პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტაძარი პარიზის ეპარქიის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.