19 აპრილი, 2019

ნუ შევაჩერებთ პატრიარქის ნაკურთხ ანჩისხატის სახატის პროექტს!

ნუ შევაჩერებთ პატრიარქის ნაკურთხ ანჩისხატის სახატის პროექტს!პატრიარქის ნაკურთხ ანჩისხატის სახატის პროექტის დროულად განხილვას მოითხოვენ სასულიერო პირები და მორწმუნე საზოგადოება.

ანჩისხატის სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვის მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან სასულიერო პირების მიერ ჩატარდა პარაკლისი და შედგა კიდევ ერთი პეტიცია.

კულტურის სამინისტროსთან მოწყობილია სამლოცველო, სადაც მთელი დღის განმავლობაში ლოცვა მიმდინარეობს.

– პატრიარქის ნაკურთხ ანჩისხატის სახატის პროექტს ნუ შევაჩერებთ! – ეს არის მოთხოვნა, რომელსაც კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი საზოგადოება ითხოვს.

“მოვითხოვთ, დროულად მოხდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის ტაძრისთვის შექმნილი სახატე-ვიტრინის პროექტის განხილვა-განხორციელება, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წარდგენილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. სამინისტრომ პროექტის განხილვა დაიწყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით შეაჩერა. საინიციატივო ჯგუფის პროექტის უგულებელყოფა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულებელყოფაა.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა:

“საინიციატივო ჯგუფის და მისი ხელმძღვანელის ზაზა ნანობაშვილის მიერ ანჩისხატის ტაძრისთვის შემუშავებული ვიტრინის კიოტის პროექტი მოსაწონია და ეძლევათ ლოცვა-კურთხევა მთავრობაში წარსადგენად და განსახილველად. მივესალმები ამ მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას. ღვთის წყალობით, ვიმედოვნებთ მალე განხორციელდება.”