3 აპრილი, 2019

“მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში!”

"მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში!"– დედამიწაზე, მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში, – აცხადებს პოეტი და მსახიობი საშა გველესიანი და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ამონარიდს გვთავაზობს:

“რად მინდა ცხოვრება მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია? არ მინდა ფოსტალიონობა, არ მინდა გეყურებათ თქვენ?! ღმერთი არ გწამს, ქიშვარდია? ჩემი ალმასხანიც ომშია, არ გეცოდებით, ხალხო?

ღმერთო, შენ მაინც არ გეცოდები? ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ დაურიგე ამ ხალხს აგი ცნობები, შენ ღმერთი ხარ და ყველაფერს გაუძლებ…

მე კაცი ვარ, კაცი, მეტი აღარ შემიძლია, შენი გაჩენილი თუა ეს ქვეყანა, შენ თვითონ მოუარე, მე რომ მათრევინებ ამხელა ცოდვას…”