22 აპრილი, 2019

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესმსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამღცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებები ჩხრეკის შედეგად მსახიობის ავტომობილიდან ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.