1 აპრილი, 2019

მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე იტალიაში გარდაცვლილი იპოვეს

მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე იტალიაში გარდაცვლილი იპოვეს27 წლის მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე იტალიაში გარდაიცვალა.

ინფორმაცია სეუს თეატრალურმა დასმა გაავრცელა. იზა საქართველოში ცხოვრების დროს სწორედ ამ დასის პირველი თაობის მომღერალი და მსახიობი იყო:

“სეუს თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და მომღერალი იზა ქავთარაძე. სეუს თეატრალური დასი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უმშვენიერესი იზას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.”

იზა ქავთარაძე საქართველოში საოპერო ხელოვნებას გულიკო კარიაულთან ეუფლებოდა. იგი მილანში სასწავლებლად იყო წასული.

გავრცელებული ინფორმაციით, იზა ქავთარაძე გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.