22 აპრილი, 2019

ლალი კანდელაკის საბალეტო სტუდია პლაგიატების მსხვერპლია

ლალი კანდელაკის საბალეტო სტუდია პლაგიატების მსხვერპლიაბალერინა ლალი კანდელაკის მიერ დაარსებული საბალეტო სტუდია „პრიმა“ პლაგიატების მსხვერპლი გახდა.

ნინო ქილიფთარის საბალეტო სკოლამ თავისი სტუდიის რეკლამირებისთვის ზუსტად ის ტექსტი გამოიყენა, რომელიც ლალი კანდელაკის სტუდიას აქვს, რამაც ბალერინას სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვია:

“ეს არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის პლაგიატი!

ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარული ტექსტის მოფიქრება არ შეუძლიათ იმისათვის, რომ აღწერონ სტუდიის არსი, აზრი და ისაუბრონ მიმართულების შესახებ, საერთოდ რანაირად უნდა ასწავლონ თაობებს! პლაგიატი ისჯება კანონით!

სტუდიის შექმნის დღიდან, ტექსტი, რომელიც თან ახლავს ჩვენს გვერდს, არაერთხელ სხვადასხვა გზით დაკოპირდა სხვადასხვა სტუდიის გვერდზე, მაგრამ ასეთი ზუსტი კოპირება თავისი წერტილ-მძიმეთი, სირცხვილია, მეგობრებო! სირცხვილია თქვენი სტუდიის და იქ მომუშავე თითოეული ადამიანის!”