1 აპრილი, 2019

გუჯა ბურდული – შემთხვევითი მსახიობი

გუჯა ბურდული - შემთხვევითი მსახიობიგუჯა ბურდული არ მალავს, რომ მსახიობი შემთხვევით გახდა. მეგობრის თხოვნით ნამღერი სიმღერა ფილმში „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი“ მოხვდა, რასაც მოჰყვა ფილმები „მოცურავე“, „ბეღურების გადაფრენა“, „უძინართა მზე“…

გუჯა ბურდული უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მეგობარმა მოინდომა, მისი სიმღერა, როგორც თილისმა, თავის ფილმში ყოფილიყო. როცა მეგობარს ფილმში თამაში შესთავაზა, უარი მიიღო. ეს ფილმი იყო „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი“ და მასში ბუხუტი ზაქარიაძე და რუსი მსახიობები თამაშობენ.

მეგობარმა ხერხს მიმართა, უთხრა, ორი სახალხო არტისტია და ერთი სიმღერა უმღერეო, მანაც იმღერა. ნამღერი გადაიღეს და როცა გუჯა ბურდულმა გადაღებული მასალა ნახა, მოეწონა, თან იფიქრა, ამას ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები ნახავენო და პროტესტი აღარ გამოუთქვამს.

რაც შეეხება თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზეს“, ეს იყო მისი შემოქმედების პიკი. როგორც თავად არაეთრხელ უთქვამს, მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. “უძინართა მზემ” მიიღო ვერცხლის დათვი ბერლინალეზე, ნიკას პრიზი მოსკოვში…

დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, მაყურებელი გუჯა ბურდულს რომ დაინახავს მისი გმირის გელა ექიმის სიმღერას “რიმ დარიროს” ღიღინს იწყებს, რაც მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.