13 აპრილი, 2019

გიორგი ბოჭორიშვილი: “ეს რყვნის ქვეყანას!”

გიორგი ბოჭორიშვილი: "ეს რყვნის ქვეყანას!"სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ზაზას როლის შემსრულებელი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:

“ნეტა ზღვარი სად გადის, როდესაც ყველა ერთხმად იტყვის, რო ქართული ოცნება და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მთავარი მუხრუჭი, შემაფერხებელი, გამფუჭებელი (მაცდუნებელი).

რა უნდა მოხდეს, რამდენი მ..ნერის ჭამას გვიპირებს კიდე და რამდენის ჭამას ვაპირებთ ჩვენ? კი, გარდაუვალია ამ ყველაფრის დამთავრება ადრე თუ გვიან, მაგრამ როდის, 2020-ში? რო არ მოხდეს ეგრე?! ყოველ ჯერზე, როცა ქვეყანაში რაღაცა იცვლება, უკიდურეს ზღვარამდე მივდივართ ჩვენდა სამწუხაროდ.

ამ შემთხვევაში ჩაბუჟბუჟებულია საზოგადოების დიდი ნაწილი, ზოგი ვალდებულად თვლის ამ კაცის წინაშე თავს და ვერ პოულობს ძალას საკუთარ თავში, რო დაუპირისპირდეს. არ აწუხებს, კმაყოფილია, მოსყიდულია (ნებსით თუ უნებლიედ).

ხოდა ეს რყვნის ქვეყანას მეტი კი არაფერი! უპრინციპო და საკუთარ კეთილდღეობაზე ჩაციკლული ადამიანები. შეშინებულები უცხოელებით, განსხვავებული ორიენტაციით, შავი ხვრელით და ა.შ.”