გელა დაიაურის განსაკუთრებული თხოვნა

გელა დაიაურის განსაკუთრებული თხოვნა– შენით და შენს გამო მინდა ვუთხრა ყველას, დედამიწას და ადამიანებს: – თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს, ოღონდ ისე, როგორც მე შენ მიყვარხარ, – ასე მიმართავს პოეტი გელა დაიაური ტრაგიკულად გარდაცვლილ მეუღლეს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს და თავისი მოგონებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს:

“ოჯახი… მამაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, ბებია თურმე ეტყოდა ბავშვებს, ნუ ხმაურობთ, ანგელოზები დაფრთხებიანო…

არ გასწავლით, მაგრამ ჩვეულებრივ ამბად იქცა ოჯახების დანგრევა… მე მიკვირს, ესე ადვილად როგორ ელევიან ერთმანეთს…

გაუფრთხილდით ოჯახებს… თქვენს შორის ხომ უფალი დგას… გაუფრთხილდით ერთმანეთს, თითქოს დღეს შეგიყვარდათ ერთმანეთი… ნუ იჩხუბებთ, ნუ იყვირებთ… ანგელოზები არ დააფრთხოთ თქვენი ოჯახებიდან და თქვენი სულებიდან!”