“დავით გარეჯის ოკუპაცია არის ბარბაროსული აქტი!”

"დავით გარეჯის ოკუპაცია არის ბარბაროსული აქტი!"დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ასე აფასებს მწერალი ირაკლი კაკაბაძე:

“ეხლა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ყიზილბაშების შთამომავლებმა მიიტაცეს დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი; ისინი უფრო მეტსაც აცხადებენ: რომ ეს ვითომ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი არ არის და “ალბანური ძეგლია”. ეს არის უსინდისო ტყუილი და ოკუპაციის მცდელობა. ნავთობის და ფულის გულისთვის პროსტიტუცია არ შეიძლება.

ყველა ის ქართველი, ვინც ყიზილბაშებს დავით გარეჯს დაუთმობს არის სამშობლოს გამყიდველი მოღალატე – და მე იმედი მაქვს რომ ასეთი არც ერთი არ იქნება; რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვმოქმედებთ და არ გვწადია სამხერდო კონფლიქტი, მაგრამ, ალიევის ავტორიტარულ რეჟიმს ერთხელ და გადაწყვეტით უნდა ეთქვას, რომ გაანებოს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის მიტაცებას თავი!

დავით გარეჯის ოკუპაცია არის ბარბაროსული აქტი! ჩვენ ყველანი მზად ვართ ჩავიდეთ და დავიცვათ ჩვენი ეროვნუნლი თვითშეგნების სიმბოლო – დავით გარეჯის მონასტერი, რომლის გამოც დაიწყო ეროვნული მოძრაობა!

თუ ხელისუფლება ამ პრობლემას არ მოაგვარებს ამ კვირაშივე – მაშინ ხალხი თვითონ დაიწყებს ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს. ალბანურ კულტურას და სპარსულ კულტურას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ. აგრეთვე, ტოლერანტულად ვუყურებთ ყიზილბაშების შთამომავლების ცხოვრებას საქართველოში, მაგრამ ამ მოთმინებას თავისი ბოლო აქვს.

დღეს, მსოფლიო წესრიგი იცვლება და აუცილებელია რომ ქრისტიანულმა ცივილიზაციამ თავისი ადგილი შეინარჩუნოს მსოფლიოში. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვთ პატივისცემას!

დააბრუნეთ დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსი მთლიანად – რაც შეიძლება მალე – თქვენ ცეცხლს ეთამაშებით! ქაერთველებს ყიზილბაშების არ გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი გყავთ გაჟლეტილი ისტორიის მანძილზე. მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება “ბახტრიონი” აუცილებლად მოხდება!

დააბრუნეთ დავით გარეჯი, ყიზილბაშებო! ჩვენ, ბევრი კარგი გაჩვენეთ – იმსახურებდით თუ არა, მაგრამ ახლა უკვე მოთმინების ზღვარს უახლოვდებით! თუ არ დააბრუნებთ, ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავირაზმებით ჩვენი ისტორიის დასაცავად!”