დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს ისტორიაში ოქროს ხანა ეწოდება და ეს სახელწოდება შემთხვევით შერჩეული როდია.
ისტორიკოსები გვამცნობენ, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველო გააერთიანა და გააძლიერა, სწორედ ამიტომ ეწოდა დავით მეოთხეს აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული ლაზეთში მდებარე ულამაზესი მონასტრის სუმელას დაარსება, რომელიც ისტორიულ წყაროებში ასეა მოხსენიებული:
“დავით აღმაშენებლისგან არს აშენებული ტრაპეზუნტის პირისპირ ქალაქისა მას მაღალსა მთასა ზედა მონასტერი დიდი ლავრა სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღვთის მშობლის მიცვალებისასა და სახელ სძევს სუმელას მონასტერი. ამა მონასტერსაც შინა ქართველთა მონაზონნი ყოფილან. აწ ბერძენთა უპყრიეს და არიან მონასტერსა მას შინა მრავალნი ძველნი წიგნნი ქართულნი, მამულნი და შემოსავალნი მონასტრისა მას დავით მეფისა – აღმაშენებლისა მიერ აქვს შეძინებულნი.“