მაჩაბელის ქუჩაზე მდებარე ცოცხალი ანდერგრაუნდ მუსიკის სივრცე თბილისში Creator Bar გაურკვეველი დროით დაიხურა.
მიზეზი მისი დამფუძნებლისა და სულის ჩამდგმელის მაკა ვეკუას გარდაცვალება გახდა. მაკას სიმსივნე ჰქონდა, მეგობრები მის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტებს სხვადასხვა ბარებში აწყობდნენ.
მაქსიმალური თანადგომის მიუხედავად, მაკას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მან ქიმიას ვერ გაუძლო.