21 აპრილი, 2019

ბზობის ყველაზე დიდი სინათლე

ბზობის ყველაზე დიდი სინათლებზობის ყველაზე დიდი სინათლე პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის აზრით არის ის, რომ ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია:

“ბზობას გილოცავთ!

ამ დღესასწაულის ყველაზე დიდი სინათლე ის არის, რომ ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა და წრფელი გრძნობების უეცარი გამოხატულება იყო.

ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და კეისრისათვის არ მოუწყვიათ.

საგულისხმოა, რომ მაშინ, როცა მთელი ხალხი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა.

უფალი ამჩნევს არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდება, არამედ იმასაც, რაც მის წინააღმდეგ მზადდება.

კარიბჭე, რომლიდანაც იესო იერუსალიმში შევიდა, დღეს ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!

ყველა სიკეთე…”