16 აპრილი, 2019

ბავშვის გადასარჩენი კონცერტისთვის ფილარმონიამ 14.000 მოითხოვა

ბავშვის გადასარჩენი კონცერტისთვის ფილარმონიამ 14.000 მოითხოვა5 წლის მართას დასახმარებელი კონცერტისთვის ფილარმონიამ დარბაზის და განათების მომსახურების 14.000 ლარი მოითხოვა.

მართა 5 წლის გოგოა, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მისი გამოჯანმრთელებისთვის, აუცილებელია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.

19 აპრილს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი მართას დასახმარებლად, 1 თვით გადაიდო ობიექტური მიზეზების გამო, მაისის ბოლომდე.

მიზეზი კი შემდეგია, ფილარმონიამ, მიუხედავად იმისა, რომ გააკეთა შეღავათი, დარბაზის და განათების მომსახურების თანხა დაგვიწესა 14 000 ლარი, რომლის დოკუმენტაციაც შეტანილია თბილისის მერიაში, იმის იმედით, რომ საქველმოქმედო საღამოა, ბავშვს ვეხმარებით, რომელსაც თავის დროზე არცერთმა საჯარო უწყებამ, “რეგულაციების” გამო, 1 ლარიც არ გამოუყო მართას და ამ პროექტს მაინც დაგვიფინანსებენ. შესაბამისად, ველოდებით მერიის პასუხს და სწორედ ამან განაპირობა კონცერტის 1 თვით გადადება.

ჩათვალეთ, რომ მხოლოდ ადამიანები ვეხმარებით მართას მკურნალობის დაფინანსებაში და არა სახელმწიფო. დიდი მადლობა თქვენ გულისხმიერებისთვის და დახმარებისთვის. მათ, ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები, უღრმესი მადლობა, თქვენი ბილეთები შეინახება და მაისის ბოლოს გამოიყენებთ უპრობლემოდ.