31 მარტი, 2019

ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა

ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა77 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა.

მარკ რივკინს პირველ არხზე 90-იან წლებში პროგრამა „ვესტნიკი“ მიჰყავდა. 1992 წელს იგი პარლამენტის დეპუტატი იყო.

ჟურნალისტი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.