ვის მიუძღვნა კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი “ზღვისფერი გაქვს თვალები”?

ვის მიუძღვნა კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი "ზღვისფერი გაქვს თვალები"?“ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას,” – კონსტანტინე გამსახურდიას ეს ლექსი ქართული პოეზიის მოყვარულთა უმრავლესობამ ზეპირად იცის:

“ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…”…

ეს ლექსი კონსტანტინე გამსახურდიამ XX საუკუნის 30-იანი წლების თბილისის მშვენებას – თინათინ ჯიქიას მიუძღვნა.

ვის მიუძღვნა კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი "ზღვისფერი გაქვს თვალები"?

ულამაზესმა თინათინ ჯიქიამ კონსტანტინე გამსახურდიას საპასუხო ლექსით უპასუხა:

“ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
ისევ ცისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ…
გთხოვ დამივიწყო აღარ გამოჩნდე შენი აქ ყოფნა მკლავს.”