ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი დემნა გვასალიას ქურთუკში

ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი დემნა გვასალიას ქურთუკშიცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ქურთუკში წარსდგა მსმენელის წინაშე Pot of Gold-ის მუსიკალურ ფესტივალზე არიზონაში.

დემნას მიერ გამოშვებულმა ჯინსის ქურთუკმა წარწერით “შოთა, ვაჟა გალაკტიონი” დიდი ინტერესი გამოიწვია. ქართველებმა დემნას ყველაზე დიდი პატრიოტი უწოდეს.

ქურთუკს მარცხენა მკლავზე გალაკტიონის “მე და ღამე” აწერია, მარჯვენაზე კი – სოხუმი 93.

დემნას დიზაინით შემქნილი ჯინსის ქურთუკი 2035 ევრო ღირს და მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.