5 მარტი, 2019

თამაზ ჭილაძე – კაცი, რომელსაც ვერ მოვეფერე!

თამაზ ჭილაძე - კაცი, რომელსაც ვერ მოვეფერე!პოეტი, მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დრამატურგმა მანანა დოიაშვილმა ეს დიდებული ადამიანი საკმაოდ ემოციურად გაიხსენა:

“კაცი, რომელსაც ვერ მოვეფერე!.

არადა, თითქოს არ მიჭირს არც მოფერება, არც სიყვარული, არც მადლიერება და არც – პატიება..
… ის სულ მიღიმოდა, სულ ვუხაროდი, სულ მაქებდა და მებოდიშებოდა ცისარტყელა თვალებით, რისთვის – არ ვიცი..!

მე ვთბებოდი, თავს ვხრიდი, უხერხულად ვუღიმოდი და სიმაღლეში ვიმატებდი…

ოთხი დაუვიწყარი წელი!
ოთხი მივიწყებული წელი!
ოთხი ჯოხი გზაგასაყარზე!
და
ოთხი – ეს აბზაცი – ბოლოს!

…ბოლოს…ბოლოს…ბოლოს…ბოლოს საავადმყოფოში ვნახე!.. განერვიულდა!.. გაწითლდა!.. – აქ რამ მოგიყვანაო!..
მაშინაც მინდოდა დავხრილიყავი, მოვხვეოდი, მეკოცნა, მოვფერებოდი!..

ისევ მომერიდა, როგორც ოდესღაც, როცა იგივეს გაკეთება მინდოდა, ოღონდ ფეხის ცერებზე აწეულს..
მესამეჯერ, იგივე ვიგრძენი, როცა მის სხეულს – უკვე ყინულს, როგორც უცხომ, ისე ჩავუარე…

და ისევ, მეოთხე, ახლა: ეს იყო ჩეეეეეეემი თამაზ ჭილაძე, ერთადერთი კაცი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვდა, რომელსაც ყველაზე მეტად ერგებოდა, ყველაზე მეტად მანებივრებდა , რომელსაც მინდოდა და

ვერ მოვეფერე!..
არც ახლა ვეფერები!
უბრალოდ, აღმომხდა…”